ვატო შაქარაშვილი სოფელ დიღომში საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მოსახლეობისთვის დაკანონებას ითხოვს. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურებში ასობით განაცხადია შესული, რომელზეც რეაგირება არ ხდება.