“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის, – „დანერგე მომავალი“, – ბენეფიციარმა, კოოპერატივმა „აგრო ბიზნეს ჯგუფმა“ 20 ჰექტარი მიწის ფართობზე ვაშლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი გორის რაიონის სოფელ ფხვენისში მდებარეობს.
ბენეფიციარი პროექტში 2015 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. კომპანია წელს ვაშლის პირველ მოსავალს ელოდება.