ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში აქცია გაიმართა

აქცია ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში. მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, საუბარია 1 275 კვ მეტრი მიწის ფართობზე, სადაც ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი 10 სართულიან, კა 3 ტიპის კორპუსის აშენებას გეგმავს.

ადგილობრივების თქმით, კორპუსის აშენების შემთხვევაში არსებული სკვერი განადგურდება და მოსახლეობა ვეღარ შეძლებს ავტომობილების პარკირებას. მათივე ცნობით, საჩივრით მერიას ერთი კვირის წინ მიმართეს, თუმცა მათი თქმით, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერჯერობით არ დაწყებულა.