ონკოლოგები, პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის კამპანიაში ერთვებიან.
მთავარი გზავნილია სიმპტომების გამოვლენამდე ჩატარებული დროული გამოკვლევა, რომელიც სიმსივნისგან სრულად და სწრაფად განკურნების გარანტიაა.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კიბოს დიაგნოზის დასმა, შემთხვევების დიდ ნაწილში, გვიან სტადიაზე ხდება, რაც დაგვიანებული მიმართვიანობის შედეგია. სკრინინგის პროგრამებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს, თუმცა ამ შესაძლებლობით სამიზნე მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს. პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებშია. იმ ფონზე, როცა კიბოს შემთხვევები მთელ მსოფლიოში მატულობს, ექიმების მთავარი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პროფილაქტიკური კვლევების პერიოდული ჩატარებაა.