კორონავირუსი - რეკომენდაციები სახლში მკურნალობის მეთოდებზე

პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, მედიკოსები რეკომენდაციებს აძლევენ. იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების თითქმის 80% მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, არის რისკ ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა, მათ შორის მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც.  სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ასეთი მოქალაქეები ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ. მით უფრო თუ პაციენტები სახლის პირობებში მკურნალობენ. ამასთან, მედიკოსები ისევ პირბადის ტარების აუცილებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში ჰიგიენის ნორმების დაცვის, მათ შორის პირბადის გარეშე 10-15 წუთით ინფიცირებულთან კონტაქტი უკვე საფრთხის შემცველია.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი, ტესტის ჩატარებაა საჭირო.