ვაქცინების შემოტანა

საქართველოში დღეს მილიონი დოზა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვიდა. საუბარია ჩინური კომპანიების, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მიერ წარმოებულ პრეპარატებზე. უახლოეს მომავალში ამავე წარმოების ვაქცინის კიდევ მილიონი დოზა შემოვა. ივლისიდან კი ქვეყანა მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. მთლიანობაში წლის ბოლომდე საქართველოს ოთხი მილიონი დოზა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა ექნება.