ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამჯერად ახალქალაქში ჩავიდნენ. ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ „ფაიზერის“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით აცრა ადგილზე ჩაეტარებინათ. ვაქცინირებული პირები უფასოდ სარგებლობენ ადგილზე განთავსებული იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით. ასევე, საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა ვაუჩერი. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შესახვედრად ახალქალაქში ჩავიდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი. ღონისძიების პირველ ნაწილში ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი და კვების სივრცეები. ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.