გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ასევე მთავარი თემაა მსოფლიოს ნომერ პირველი გამოწვევა – პანდემია.
საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ყოველდღე საგრძნობლად ეცემა. იმუნიზაციის რამდენიმე ცენტრში, ძირითადად რეგიონებში, ბოლო დღეებში მიმართვა საერთოდ არ ყოფილა. აცრის დღევანდელ მაჩვენებლებს ასაკობრივი ჯგუფების მიმართ საბოტაჟად აცხადებს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. ეპიდემიოლოგები მიზეზად მეოთხე ტალღის პიკის გადავლას და იმ გარემოებას ასახელებენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მსურველთა ძირითადი ნაკადი უკვე აიცრა. დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ახლა გამოწვევა იმ ჯგუფებთან მუშაობაა, რომლებსაც იმუნიზაციის მიმართ სკეპტიკური განწყობა აქვთ და ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნიათ. თუ ვაქცინაციის პროცესი დღევანდელი ტემპებით გაგრძელდება, წლის ბოლომდე ქვეყანას მოსახლეობის ნახევარიც არ ეყოლება აცრილი. მოსალოდნელი მეხუთე ტალღის სიმძიმე კი მეტწილად სწორედ ვაქცინაციის მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული.