საქართველოში შემოტანილ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ვაქცინას მალე შესაძლოა ვადა გაუვიდეს.
„ფაიზერის“ ათი ათასობით ამპულა გამოუყენებელია. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ყოველდღე მკვეთრად იკლებს. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრის გეგმას ჩავარდნა ემუქრება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიუხედავად, სიკვდილიანობა მაინც მაღალია. დღეს კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი ყოველდღე კლებისკენ მიდის. გუშინდელთან შედარებით დღეს „კოვიდ-19“ 500-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები იმ საფრთხეებზე იწყებენ საუბარს, რომელთა წინაშე ქვეყანა ვაქცინაციის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს.