რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge დილიდან ამოქმედდა. ამ წუთისათვის აცრის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“ და იმუნიზაციისათვის მათთვის მისაღები თარიღიც დააზუსტონ. ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა ქვეყანაში ორი დღის წინ შემოვიდა და სპეციალური სამაცივრე საწყობიდან რეგიონებშიც ნაწილდება. ცოტა ხნის წინ, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რას აცხადებს თამარ გაბუნია, გაიხსნა თუ არა სრულად ბაზები და რჩება თუ არა რაიმე პრობლემა ამ დროისათვის რეგისტრაციის პროცესში, – მარიამ სეთურიძე მუშაობს თემაზე.
მოამბე