ვაქცინაციის პროგრამა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებული ვაქცინა შემოვა. გვერდითი მოვლენების ან გართულებების შემთხვევაში კი, სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.