ვაქცინაციის პროცესი შსს თანამშრომლებში

მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.

რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი. სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „ფაიზერის“, „სინოვაკის“ ან „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრან.

ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია.