იმუნიზაციის ტემპი ქვეყანაში მკვეთრად შემცირებულია, რაც მედიკოსების შეშფოთებას იწვევს. სპეციალისტები ამბობენ, რომ აცრასთან დაკავშირებით მოსახლეობას მეტი ინფორმაცია სჭირდება, განსაკუთრებით რეგიონებში. ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისათვის სპეციალური მოძრავი პუნქტი მოქმედებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ავტობუსში, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი, მოქალაქეებს აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. გარდა მოძრავი ავტობუსისა, ვაქცინაცია შესაძლებელია სოფლის ამბულატორიებსა და ქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში.