ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა განახევრებულია. მიმართვიანობის შემცირების ფონზე, მედიკოსები არსებულ რისკებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, მეხუთე ტალღა გაცილებით რთული იქნება როგორც ლეტალობის კუთხით, ასევე ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით. რაც შეეხება უახლეს სტატისტიკას, კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება, ახალი შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ კი, მცირედით იკლო. გასულ 24 საათში „კოვიდ-19“ 1 653 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 47 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 646 პირი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია – 5,79%.