ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 22.5%. ერთი დოზით აცრილია მოქალაქეთა 32.2%. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, მომავალი კვირიდან საბჭო 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფში შემავალი ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემს. ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის კლებაზეც საუბრობს და მოსახლეობას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მოქალაქეებს ვაქცინასთან დაკავშირებით მეტი განმარტებები სჭირდებათ, განსაკუთრებით რეგიონებში.