ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, პროცესში დამატებით ექვსი სამგზავრო ავტობუსი ერთვება. დედაქალაქში, ვარკეთილის, გლდანისა და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეებს აცრა საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლის“ მიმდებარედ შეეძლება; ავტობუსები „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე, ორხევში, სტადიონის მიმდებარედ, ასევე ავჭალაში – ლიბანის 23 ნომერთან, პოლიციის შენობასთან, მუხიანში ამცრელი ავტობუსი – დუმბაძის გამზირზე, პოლიციასთან განთავსდა.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:000-მდე იმუშავებენ.