31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 1 184 306 ადამიანია აცრილი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებული – 393 764 მოქალაქე.
როგორ მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებსა და ამცრელ ავტობუსებში, რომლებიც თბილისში რამდენიმე დღეა გამოჩნდა, – თეონა ბარბაქაძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში.