29 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 145 925 აცრა ჩატარდა. 28 აგვისტოს აიცრა 20 678 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 771 055 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 374 870, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.1 პროცენტს შეადგენს. გრძელდება პედაგოგების ვაქცინაცია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უკვე აცრილია მასწავლებლების 46 პროცენტი. „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით ბათუმში აიცრა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე. საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც სასურველი ვაქცინით აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.