თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი გაეცნენ. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ იმუნიზაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.