ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეხანძრე – მაშველები და მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრნენ. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ყოველდღიურად სამინისტროს 200ზე მეტი თანამშრომელი იცრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მაისის თვიდან დაიწყო და ამ ეტაპზე უწყებაში ათი ათასზე მეტი თანამშრომელია აცრილი.