ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ფაიზერის“ ახალ პარტიას ელოდება საქართველო. იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის ცნობით, დამატებითი დოზები ივლისს ბოლომდე უნდა მიიღოს ქვეყანამ. ამ დროისთვის „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებია ხელმისაწვდომი. ივანე ჩხაიძის განმარტებით, არსებული ტემპი, გეგმის შესასრულებლად და წლის ბოლომდე 60 პროცენტის ასაცრელად საკმარისი არ არის. მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ბავშვებში იმუნიზაცია სულ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ მოზარდების აცრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას გასცემს, გამონაკლისი არც საქართველო იქნება.