ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ქვეყანა მასობრივი იმუნიზაციისათვის ემზადება. ივლისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველო, სავარაუდოდ, ვაქცინის სამ მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გამორიცხავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავების პროცესზე სპეციალური კვლევების შემდეგ, მესამე დოზის მიღება დღის წესრიგში დადგეს. სპეციალისტების განმარტებით, მესამე დოზა შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამებისგან დასაცავად გახდეს საჭირო.

მოამბე