საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად რთულდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გვაქვს, გარდაიცვალა 20 პაციენტი. რაც შეეხება კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, მან 6,41 პროცენტი შეადგინა. პარალელურად, გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ჩინური „სინოფარმით“ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აიცრა. დღესვე საჯაროდ აიცრებიან პარლამენტის წევრებიც.
მოამბე