რუსთავში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში აცრა დილიდან მიმდინარეობს. კლინიკა „რუსთავში“ პროცესს პირადად გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი რუსთავში ოთხ ლოკაციაზე ტარდება. ამ დროისთვის ქალაქში შვიდი ათასი ადამიანია აცრილი.