ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში

აცრა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, – ესაა სპეციალისტების რეკომენდაცია, რითიც ჩვენი და გარშემო მყოფების სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. ქვეყნის მასშტაბით მასობრივი იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის ზრდასრული მოსახლეობის 10 %-ია აცრილი. ვაქცინაცია შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც, რისთვისაც მოწყობილია სპეციალური სივრცეები. ერთ-ერთი ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა სადაც, თეონა ბარბაქაძე იმყოფება.