„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
თანამშრომლების „სინოფარმით“ ვაქცინაცია ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ ჩატარდა. სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ოზურგეთში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.