ერთადერთი იარაღი ვირუსთან ბრძოლაში ვაქცინაციაა, – მედიკოსები კიდევ ერთხელ მიმართავენ მოქალაქეებს, დროულად ჩაიტარონ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო აცრა.
უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მოხუცთა სახლებში მცხოვრები პირების ვაქცინაცია. ამჯერად კი სოფელ ხურვალეთში მდებარე თავშესაფრის ბენეფიციარები იცრებიან. იმუნიზაცია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით ტარდება. ქვეყნის მასშტაბით ეს პროცესი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 28 555 პირი აიცრა.