გრძელდება ვაქცინაცია საქართველოს თავდაცვის ძალებში.
„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ასევე, დაგეგმილია აქტიური რეზერვის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების დისლოკაციის ადგილის მიხედვით აცრა. ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა, რაც იმუნიზაციის პროცესს ამარტივებს. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს.