ვაქცინაციის პროცესი ინფექციურ საავადმყოფოში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ფაიზერის“ ვაქცინით პაატა იმნაძის ორსული შვილი აიცრა.

პროცესს აკვირდებოდა თავად პაატა იმნაძეც, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. მისი თქმით, ფეხმძიმეების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში აქტიურია და აცრამდე აღნიშნული ვაქცინა რაიმე სახის გამოკვლევებს არ საჭიროებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.