განათლების სისტემაში ჩართული პირების ვაქცინაცია გრძელდება. მეორე დოზით აიცრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ნუნუ მიცკევიჩმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავარი ამოცანაა.