„ევროპული საქართველო“ ვაქცინაციის საჭიროებასთან დაკავშირებით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მაქსიმალურად შეეცდება მოქალაქეები ვაქცინის უსაფრთხოებაში დაარწმუნონ. პარტია ასევე მოქალაქეებს დაეხმარება ვაქცინებზე დარეგისტრირებაში. 5 აგვისტოდან მსურველებს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 800 222 შეეძლებათ რეგისტრაციაში დახმარება მიიღონ.