მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუფერხებლად შეუძლიათ. იმუნიზაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის მენეჯერთან ერთად გაეცნო. ვაქცინაცია ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.