სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. სამედიცინო პერსონალი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა. სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული მობილური სამხედრო სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით, იმ მოქალაქეების აცრას უზრუნველყოფენ, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.