ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ ეპიდემიოლოგები. გუშინ 6 500-ზე მეტი პირი აიცრა, რაც მაინც არასაკმარისია. ამ დროისათვის საქართველოში სულ ჩატარებულია ორი მილიონ 152 380 აცრა. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 995 ათასამდე ადამიანი. კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია აჭარაში, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება. დღეს ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით სამკერვალო ფაბრიკაში ჩატარდა. პარალელურად, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო აცრისგან თავს იკავებენ.