ვაქცინაციის დამატებითი სივრცე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მოქალაქეებს წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლიათ აცრა.
ამ ეტაპზე რეგიონში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს 27 სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრში და უნივერსიტეტში. 30 ასაცრელ პუნქტში 60-მდე ბრიგადა მუშაობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 791 863 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 237 149 ადამიანი.