ქვეყანაში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. ამ ფონზე, რასაც ცივი სეზონი და რესპირატორული ვირუსების გავრცელებაც ემატება, სპეციალისტების ეპიდსიტუაციის გამწვავებას არ გამორიცხავენ. აცრის ამჟამინდელი ტემპების გათვალისწინებით, ვერ სრულდება ვერც იმუნიზაციის გეგმა, რაც წლის ბოლომდე მოქალაქეთა უმრავლესობის ვაქცინაციას ითვალისწინებდა. მედიკოსები მოსახლეობას წესების დაცვის და ვაქცინაციისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.