გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.
იმერეთის რეგიონული სატყეო სამსახურის 16 თანამშრომელი ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აიცრა. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ.