ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამედიცინო დაწესებულებებში.
ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის თემიდან 70-მდე ადგილობრივი ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან, უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას სამედიცინო პუნქტებში, რათა გაიკეთონ მათთვის სასურველი ვაქცინა. სოფლებიდან გადაყვანილი მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი.