ვაქცინაციის პროცესი გრძელდება სოფლებში, სადაც მოსახლეობას ადგილზე უტარდება ვაქცინაცია. ამ დროისთვის ამცრელი ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში იმყოფება. ამცრელი ჯგუფი ჩავიდა შიდა ქართლის სოფლებშიც. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში, სადაც ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვის სურვილი არაერთმა ადგილობრივმა გამოთქვა. იმუნიზაციის პროცესი მობილური ჯგუფის მიერ ხორციელდება. ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის ამბულატორიაში. მოსახლეობის თქმით, გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი საშუალება ამ ეტაპზე საყოველთაო ვაქცინაციაა.