ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე საგანგაშო სტატისტიკა დღეს გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, დღიური დადებითი მაჩვენებელი კი უკვე 8 %-ზე მეტია. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისშია. დედაქალაქში 1 196 შემთხვევა აღირიცხა. ამ დროისთვის ქვეყანაში 31 ათასზე მეტი ინფიცირებულია, მათგან 1 139 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
რამ გამოიწვია ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორია ეპიდემიოლოგების შეფასება, – მარიამ სეთურიძე დეტალებით.