ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის სოფლებში გრძელდება. იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათსა და აკეთში მიმდინარეობს. აცრა შესაძლებელია „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით. ლანჩხუთის მერის მოადგილე, ადგილობრივებს შეხვდა და ინფორმაცია მიაწოდა ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატივით, 50 წელს ზემოთ მოქალაქე, პირველი დოზით აცრისას 200 ლარს, ბუსტერის დამატებით შემთხვევაში კი, 100 ლარს იღებს. კამპანია თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
ვაქცინაციის წახალისების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს კახეთში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კაბალში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმუნიზაციის საჭიროებასთან დაკავშირებით. ისაუბრეს აცრების წამახალისებელ პროგრამებზეც.