ვაქცინაციის კამპანია გრძელდება იმერეთის რეგიონში. შეხვედრა ამჯერად ჭიათურასა და ხარაგაულში გაიმართა. ვაქცინაციის მსურველებს ადგილზე ჰქონდათ აცრის შესაძლებლობა „სინოვაკის,“ ,„სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით. საინფორმაციო კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
კამპანია საბოლოოდ ყველა იმ ლოკაციას მოიცავს, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.