ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ვადები.
პანდემიიდან გამომდინარე მაჩვენებლები ყველა მიმართულებით გაუარესებულია. ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურებას განაგრძობს, იანვრის მონაცემებით კი, ეკონომიკის თითქმის 12%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ერთადერთ გზად სფეროს სპეციალისტები ლარის დასტაბილურებას და ეკონომიკის მაქსიმალურად გახსნას მიიჩნევენ, რასაც ვაქცინაციის ნელი ტემპი და შესაბამისად, მესამე ტალღის საფრთხე აფერხებს. სწორედ აცრის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის სამ სავარაუდო სცენარზე საუბრობს ეროვნული ბანკი.