მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალებში.
ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლად გარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. დამატებითი პუნქტის გახსნა ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სამუშაო ადგილის შესაბამისად შეუძლიათ. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები სამხედრო მოსამსახურეებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.