ვაქცინაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში

ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მცხეთაში. მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძეგვში, წილკანსა და საგურამოში მოქალაქეები ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, „სინოფარმითა“ და „სინოვაკითიცრებიან. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით, მათ შორის ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით, 13 ამცრელი ამბულატორია მუშაობს. ეს პუნქტები ჯამში 117 სოფელს ემსახურება.