აჭარაში გაეროს „ბავშვთა ფონდის“ ორგანიზებით მასწავლებელთა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დღეს ბათუმში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები მართავენ. მათი განცხადებით საქართველოში უკვე არის სრული ვაქცინაციისთვის საჭირო მარაგი და მთავარია, ამოქმედდეს ვაქცინაციის დიდი ცენტრები, რაც შემოდგომაზე მოსალოდნელ სირთულეებს ააცილებს ქვეყანას.