ვაქცინაციის დასაწყებად კი ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. სპეციალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, სტომატოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები და მათ შორის, ადმინისტრაციული მუშაკებიც. რეგისტრაციის დაწყების შესახებ გზავნილი უკვე მიიღო სამედიცინო სფეროს 55 ათასმა წარმომადგენელმა. ამ წუთისათვის სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1449 მედპერსონალს. ვაქცინაცია ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
მედპერსონალს აქვს თავისუფალი არჩევანი ჩაიტარებენ თუ არა ვაქცინაციას.
მოამბე