ვანისა და ხონის მოსახლეობა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს

ვანისა და ხონის მოსახლეობა პარლამენტში საკუთარ წარმომადგენელს ირჩევს. 54-ე საარჩევნო ოლქში 60-ვე უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის უწევს. მათგან 5 პოლიტიკური სუბიექტის, ერთი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოდან“ – კანდიდატი გიგი უგულავაა. პარტია “საქართველოდან” –  გიორგი ლილუაშვილი. „ტრადიციონალისტების” მხარდაჭერის მოპოვებას – ზურაბ ქართველიშვილი ცდილობს. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“მამუკა ტუსკაძე. “ქართული ოცნების” კანდიდატი – გივი ჭიჭინაძეა.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, შუალედური არჩევნებისთვის მათ ვასილ კოპალიანი შეარჩიეს.