ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს.

მუზეუმის მშენებლობა დასრულდა, ექსპოზიციის ინსტალაცია კი ბოლო ეტაპზეა. 35-წლიანი ისტორიის მქონე მუზეუმის კოლექციებში ვანის ნაქალაქარის და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ახალი კონცეფციით იქნება წარმოდგენილი.

მუზეუმი კავკასიის რეგიონში პირველი არქეოლოგიური სივრცეა, რომელიც 1985 წელს შეიქმნა. განახლებულ მუზეუმში  აღდგება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები“ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, რომელსაც ვანში 80-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი.