პომპეის საგანძური ვანის მუზეუმში

„სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ – ექსპოზიციას ამ სახელწოდებით ივლისსა და აგვისტოში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უმასპინძლებს. პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომლიც ამ დრომდე კვლევების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ინიციატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო.